დიდი დმანისის საჯარო სკოლის შემოქმედი მოსწავლეები და მათი ნიჭისა და ფანტაზიის განვითარებაზე მზრუნველი მასწავლებელი 
27-11-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-2 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა, ხელოვნების გაკვეთილზე, მასწავლებელ მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით, შემოდგომასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. შედეგად კი, მეორეკლასელებმა ნამუშევარი - „ტყე  შემოდგომით“, ხოლო მეოთხეკლასელებმა ნამუშევარი - „შემოდგომის ფერები“ შეასრულეს. 

სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი, გაკვეთილები კი ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესოა.

„მოსწავლეები ეუფლებიან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას. ჩემი მიზანია მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნების და ფანტაზიის უნარი განუვითარდეთ“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203