„შემოდგომის ზეიმი“ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის III კლასში
27-11-2023
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, IIIა კლასის დამრიგებელმა სოფიო არქანიამ საოცარი საღამო მოაწყო, ფერადი შემოდგომა კი მოსწავლეების შესრულებულმა კომპოზიციამ კიდევ უფრო გააფერადა. მათ წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და არაჩვეულებივი ნომრები გამართეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო.