საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმრნენ
27-11-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა გაიმართა, ისინი მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები მუზეუმს აზერბაიჯანული ენის მასწავლებელ თამელა მამედოვასთან და ხელოვნების მასწავლებელ მახირა მამედოვასთან ერთად ესტუმრნენ.

მათ გარემო დაათვალიერეს, ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

როგორც სკოალში ამბობენ, ისინი აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203