კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის პირველკლასელებმა ​ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს პრეზენტაციები მიუძღვნეს
29-11-2023

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნობრივი დისციპლინებთან ერთად, კაცთმოყვარეობას, შემწყნარებლობას როგორც საკუთარი ისე სხვისი უფლებების პატივისცემას ასწავლიან.  

რა თქმა უნდა, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები საგულდაგულოდ წარმოადგინეს I კლასის მოსწავლეებმა. მოსწავლეებმა ტოლერანტობის მნიშვნელობა გაიაზრეს და საკუთარი შექმნილი პლაკატებით სხვებსაც შემწყნარებლობისკენ მოუწოდეს. 

მოსწავლეებს მასწავლებლებმა აუხსნეს, რომ ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.

როგორ სკოლაში აღნიშნავენ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდობის ცნობიერების ასამაღლებლად მეტად მნიშვნელოვანია. 

„ამ ინიციატივის გავლენა ღრმაა, რადგან ის არა მხოლოდ ხელს უწყობს გარემოს კეთილდღეობას, არამედ აყალიბებს თანამგრძნობ და ტოლერანტ ახალგაზრდობას.

დღევანდელი აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს შორის არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ სცილდება განათლება სახელმძღვანელოებს, ხელს უწყობს ღირებულებებს, რომლებიც აუცილებელია მდგრადი და ჰარმონიული მომავლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203