ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის Iა კლასში დიდი ჟრიამული იყო.
მოსწავლეთათვის „ანბანის შემობრძანება“ ამაღელვებელი და სასიხარულო აღმოჩნდა. როგორც სკოლაში ამბობენ, პირველი ასოების გაცნობამ, პირველი სიტყვისა და წინადადების წაკითხვამ თითოეულ ბავშვზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
პირვეკლასელებმა სხვადასხვა თემატური აქტივობა განახორციელეს, ისინი ლურჯთვალა იას, დედაენას და მის შემოქმედს იაკობ გოგებაშვილს სიტყვით მოეფერნენ, ფაქიზად გააფერადეს იები, გამოძერწეს „ი“ და „ა“ ასო-ბგერები, და დედაენაზე სიმღერა შეასრულეს.
მათთვის ეს მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ მოგონებად კლასის ხელმძღვანელმა ცისმარი ვარდოსანიძემ აქცია.
„წარმატებებს ვუსურვებთ პატარებს ცოდნის სამყაროში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: