ზუგდიდის და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლების და კულტურის ცენტრის პროექტის ფარგლებში ფახულანის თემის N2 სკოლაში რელიგიასა და კულტურაზე ისაუბრეს
27-11-2023
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი ახალი თაობის განვითარებაზე, ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით „მოძღვრის საათი“ ტარდება, რაც გულისხმობს საჯარო სკოლებში შემეცნებით, საგანმანათლებლო საუბრებს რელიგიაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე. 

შეხვედრა ე.წ. საზღვრისპირა, გამყოფ ხაზთან მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემის (წყოუშის) N2 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 წლისა და დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.

პროექტს ორგანიზებას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი უწევს, მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მისი ხელმძღვანელი ლირა ღურკაია.

შეხვედრას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფოელ ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ილია სარია უძღვებოდა. 

სამოქმედო პროგრამა ემყარება: საქართველოს განათლების სისტემის ეროვნულ სასწავლო გეგმას, საქართველოს კანონმდებლობას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა სამოქალაქო აქტებს.

აქტივობების მიზენები შემდეგია:

ა) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალების განვითარება;
ბ) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმციის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება;
გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
დ) თავისუფალ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

„პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრა მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებიში“,- აღნიშნავენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203