ბათუმის N8 სკოლის პედაგოგები - მაია ჩაგანავა და ქეთევან კვაჭაძე განათლების საერთაშორისო სამიტში მონაწილეობდნენ
27-11-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ.

მათ შორის არიან პედაგოგები - მაია ჩაგანავა და ქეთევან კვაჭაძე. ისინი საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ორგანიზაცია Key Consulting-ის ორგანიზებით, გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობით, თბილისში გამართულ განათლების საერთაშორისო სამიტში მონაწილეობდნენ.

აღნიშნული სამიტის მთავარი მიმართულება, საერთაშორისო განათლების მიმართულებით, რეფორმები და გამოწვევები გახლდათ.

მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები - სამაჯურები წარწერით, „ქი ქონსალთინგი - იამაყე პედაგოგით“ და ბლოკნოტები გადაეცათ. 

„ქი ქონსალთინგის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა  - ლიკა ოხანაშვილმა მონაწილეებს სერტიფიკატები და სიგელები გადასცა. აღსანიშნავია, რომ სამიტში ქართველ მომხსენებლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაცია აერთიანებს გამორჩეულ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს საერთაშორისო მასშტაბით. ასოციაციის წევრები არიან განათლების სფეროს ის გამორჩეული წარმომადგენლები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კოლეგებისა და მოსწავლეებისთვის (სტუდენტებისთვის) წარმატებული მომავლის შექმნაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203