
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზეც აისახება.
აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 11-12 ნოემბერს ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში, სადაც 20 მონაწილე სკოლას შორის ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურმა ცენტრმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი და აჭარის პირველობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევა ახარებთ, მათი წამატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენმა ფეხბურთელებმა, არამარტო დიდება მოუტანეს გიმნაზიას, არამედ მოგვცეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენი აღსაზრდელებით და კიდევ ერთხელ გვეგრძნო მათგან სულისკვეთება და ერთგულება, კიდევ ერთხელ ვულოცათ ჩვენს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს მერაბ ნოღაიდელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მუდამ გვეამაყოს თქვენით“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვაცნობენ: