
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ წიკლაურმა და VIII კლასის მოსწავლე გიორგი ნარიმანიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
მათ კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს და მეორე ეტაპში მონაწილეობისათვის „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელი დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: