სამშვილდის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მელინე გალუსტიანს „ეტალონის“ ოქროს სიგელი მიენიჭა
27-11-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მელინე გალუსტიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

მან კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და მეორე ეტაპში მონაწილეობისათვის „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203