
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ.
ერთ-ერთი ასეთი მეთერთმეტეკლასელი მარიამ მარგველანია, რომელსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს და წარჩინებული მოსწავლეა. ამჯერად, მან სამოქალაქო განათლებაში, პედაგოგ ალექსი ბლიაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაცია - „ეკონომიკური საქმიანობები და მომხმარებლის უფლებები“, გამართა.
პრეზენტაციაზე მოსწავლემ თავისი საინტერესო ნამუშევარი წარადგინა. სკოლაში აღნიშნულ თემაზე იმსჯელეს და დისკუსია გამართეს.
„პრეზენტაცია მოსწავლეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. მათ გაიღრმავეს ცოდნა, როგორ დაიცვან თავი მომხმარებლის უფლებების დარღვევის სხვადასხვა შემთხვევის დროს. სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მე-11 კლასის მოსწავლეს, მარიამ მარგველანს, საინტერესო პრეზენტაციის წარდგენის გამო“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: