ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
27-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეები დირექტორ იურა იაილოიანისა და კლასის დამრიგებელი ნ.მელტონიანის ხელმძღვანელობით, მშობელთა თანხმობით და ურთიერთშეთანხმებით, თბილისში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დიდი სომეხი მწერლის - ჰოვჰანნეს თუმანიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დაუვიწყარი მოგონებები დააგროვეს. მათ თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი მოინახულეს. გარდა ამისა, იმყოფებოდნენ თავისუფლების მოედანზე, შემდეგ მშვიდობის საცალფეხო ხიდი გადაიარეს, დასხდნენ საბაგიროზე და თბილისის სილამაზით სიმაღლიდან დატკბნენ.
მოსწაველებმა მთაწმინდის პარკი მოინახულეს და ატრაქციონებზე დასხდნენ.
„საკმაოდ სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყო მთელი თბილისის დათვალიერება სიმაღლიდან. მშვენიერი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დატოვა ამ დღის ექსკურსიამ მთელ კლასსზე. მათ უღრმესი მადლობა გადაუხადეს დირექტორს და დამრიგებელს იმისთვის, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარი გახადეს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს