თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
27-11-2023
თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
კონკურსის მეორე ეტაპში მოსწავლეები - საბა წულუკიძე, გვანცა კენჭოშვილი, გვანცა ბროევი, ნიკა აბრამიშვილი და ანი გრიშიკაშვილი მონაწილეობდნენ. მათ „ეტალონის“ სპეციალური ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს