ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ყურძნისა და ხორბლის ჯიშების მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
27-11-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მნიშვნელოავნი აქტივობებითა თუ ღონისძიებებითაა დატვირთული. 

ამჯერად, ისტორიის მასწავლებელმა, ნინო მარკოზაშვილმა მე-6 კლასის მოსწავლეებს პროექტ-დავალება - „ჩვენს კუთხეში გავრცელებული ქართული ყურძნის ჯიშები“, ხოლო მე-7 კლასის მოსწავლეებს პროექტი-დავალება - „ქართული ხორბლის ჯიშები“,  მოამზადებინა. 

მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ნახატებით და სურათებით გააფორმეს, შემდეგ კი საკუთარ კლასებში პრეზენტაცია გამართეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებს ნინო მარკოზაშვილმა სასკოლო ღონისძიების ჩატარების იდეა შესთავაზა, რომელსაც პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ყურძენთან, რთველთან, ღვინოსთან, ხორბალთან, პურთან დაკავშირებული ლექსებით და სიმღერებით, ასევე მრავალფეროვანი, ტრადიციული თიხის სასმისებით, ოჯახებში შემონახული ხორბლის, ფქვილისა და ცომისთვის საჭირო ძველი ნივთებით გააფორმებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ისტ-ის მასწავლებლის, ნ.საგინაშვილის დახმარებით, მოსწავლეებმა პრეზენტაცია, შესაბამისი სლაიდებით გამართეს. ნინო მარკოზაშვილის დახმარებით კი, რთველის, ვაზის, ღვინისადმი, ხორბლისა და პურისადმი მიძღვნილი ქართული სიმღერები შეარჩიეს, რამაც შემეცნებითი სასწავლო პროექტი მეტად სასიამოვნო გახადა.

სკოლის დირექტორმა, გია კირვალიძემ და დამსწრე საზოგადოებამ ნინო მარკოზაშვილსა და მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებითი ღონისძიებისათვის მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203