„ოქროსფერი შემოდგომის გაცილება“ აჭყვას საჯარო სკოლაში
27-11-2023

შემოდგომა ბოლო დღეებს ითვლის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში, კი მთელი სასკოლო საზოგადოების ჩართულობით საზეიმოდ მოეწყო - „ოქროსფერი შემოდგომის გაცილება“.

მრავალფეროვან გარემოს ამშვენებდა მოსწავლეთა სახალისო გამოსვლები, ერთმანეთს ენაცვლებოდა ცეკვა, სიმღერა და ლექსი. 

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს და მათ მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული სანახაობა წარუდგინეს. 

სკოლა მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, კერძოდ, ქორეოგრაფ ქეთა ქართველიშვილს, მუსიკის პედაგოგ მარინა ფევაძესა და კლასის დამრიგებლებს გაწეული შრომისათვის. თქვენი ღვაწლი და ამაგი ყოველთვის დაფასდება.

მრავალფეროვანი ღონისძიებით, განსაკუთრებით მოხიბლულია სკოლის დირექტორი თეა ზოიძე, რომელიც მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და მოსწავლეებს. 

„თქვენი ღვაწლი და ამაგი ყოველთვის დაფასდება! ჩვენი სკოლის წარმატებული მომავალისათვის სწორედ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობაა მნიშვნელოვანი.

გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს“, - აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203