ჟოშხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
27-11-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების, მათი სამხატვრო შესაძლებლობებისა და კრეატიული აზროვნების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამის დასტურია, სკოლაში, ახლახან გამართული გამოფენა, სადაც მოსწავლეების მრავალფეროვანი ნამუშევრები იყო წარდგენილი. 

მოსწავლეებმა, საკუთარი წარმოსახვით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, სადაც თავიანთი ინტერესები, საყვარელი მულტფილმის გმირები თუ ზღაპრების პერსონაჟები გამოსახეს და მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ნამუშევრებში, ინდივიდუალური ხედვა და საინტერესო გამომსახველობითი სტილი იგრძნობოდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203