„ხელოვნების ნიმუშებით გაცოცხლებული შემოდგომა“ - შთამბეჭდავი ღონისძიება კისისხევის საჯარო სკოლაში
27-11-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი საშემოდგომო გამოფენა გაიმართა. 

„ხელოვნების ნიმუშებით გაცოცხლებული შემოდგომის ზეიმი“, -  ამ სახელწოდებით, მოსწავლეებმა დაუვიწყარი საშემოდგომო ჟრიამული გამართეს. 

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა შემოქმედებამ მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„ხელოვნების ზეიმი შემოდგომის ფესტივალზე“ - ასე აფასებდნენ ღონისძიებას სკოლაში. 

მოსწავლეებმა, თავიანთი ფანტაზიით, შემოდგომის პეიზაჟი, ფერები და განწყობა, ფურცელზე გადაიტანეს. თითოეულის ნამუშევარი ინდივიდუალური მახასიათებლებით, თავისებური გამომსახველობითი სტილითა და სახასიათო შინაარსით გამოირჩეოდა. 

აღსანიშნავია, რომ გამოფენას მასწავლებელი ია გძელიშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203