„ვებრძოლოთ ადიქციას!“ - საინტერესო პროექტი საქობოს საჯარო სკოლაში
27-11-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი აქტივობები ტარდება.

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ დოდო ჭყონიას ხელმძღვანელობით, სასკოლო პროექტის - „ვებრძოლოთ ადიქციას“ ფარგლებში აქტივობა განახორციელეს.

მათ სლაიდშოუების საშუალებით, პრეზენტაცია გამართეს და ისაუბრეს, რა არის ადიქცია. ყურადღება გაამახვილეს ადამიანის მიჯაჭულობაზე გარკვეული საქმიანობისადმი, მაგალითად, როგორიცაა სოციალურ ქსელებზე, კომპიუტერულ თამაშებზე, აზარტულ თამაშებზე, ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

მოსწავლეებმა აზრი მკაფიოდ გამოხატეს, მათ პრობლების გადაჭრისა და პრევენციის გზებზეც ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203