ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
27-11-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ.
ამ მიზნით კი, არაერთი თემატური აქტივობა თუ პროექტი იმართება. ამჯერად, მე-10ე კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ირინა მამულაძის ხელმძღვანელობით, მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეული დაურიგეს. როგორც სკოლაში ამბობენ, შეხვედრა თბილ და სათნოებით სავსე გარემოში ჩატარდა.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატრეს, ბენეფიციართა განწყობაზე იზრუნეს და დღე გაულამაზეს.
„სიკეთე გადამდებია, აქციე სიკეთე ტრადიციად. ვაქციოთ სიკეთე სხვადასხვა კლასების კვირის აქტივობად, გამოვიწვიოთ მომდევნო კვირის აქტივისტები, დავაპუროთ უფრო მეტი შეჭირვებული ოჯახი.
ცხოვრების აზრი სიკეთის კეთებაშია, ისეთის სიკეთის, რომელსაც არ ითვლიან, რომლის სამაგიეროსაც არ ითხოვენ, იმ წმინდა სიკეთეში, რომელიც სამყაროს ალამაზებს და აძლიერებს. მეტი სიკეთე ვაკეთოთ ცხოვრებაში, რადგან ეს ყველაზე ტკბილი მოვალეობაა, რაც ყოველდღე შეიძლება დავუწესოთ საკუთარ თავს. არ უნდა გვჭირდებოდეს მიზეზი, რათა სხვებს დავეხმაროთ. სიკეთე აბედნიერებს როგორც სიკეთის მქმნელს, ასევე მის მიმღებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს სწორ ღირებულებებს ასწავლიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს