
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ასწავლიან არა მხოლოდ საგნებს, არამედ ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან და შემწყნარებლობისა და კაცთმოყვარეობისკენ მოუწოდებენ.
შესაბამისად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე სკოლაში, ყველა საფეხურზე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოეწყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაჯერებული კვირეული. კვირეულის ბოლოს კი გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია - „რას ნიშნავს იყო ტოლერანტი“.
კონფერენციაზე სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, რომლებიც ვიდეორგოლების სახით მოამზადეს.
კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ - ნინო კირთაძე (მე-12კლ.), თამაზ დუნდუა, ნია ქობულია, ილია გედენიძე, (მე-11 კლ.) ნინო ჯამბურიძე, ნიკა ტალიაშვილი, ლიზი დემჩენკო, ლილე ჩხაბერიძე,( მე-10 კლ.) ანა ქაროსანიძე (მე-9 კლ.) და ლიზი ბენდელიანი ( მე-7 კლ.)
თემატური ნახატები შექმნეს ლიზი და ანანო ქომეთიანებმა, თამარ ბენიძემ, საბა ქანთარიამ, ლუკა უგრეხელიძემ (მე-8 კლ.) და სხვებმა.
კონფერენცია იყო ინტერაქტიული.
შემაჯამებელ ეტაპზე დამსწრე საზოგადოებას სახალისო აქტივობები შესთავაზა მე-11 კლასის მოსწავლე თამაზ დუნდუამ. მან პრაქტიკული მაგალითებით ჩაატარა მინი კვლევა, როგორ უნდა მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციაში ტოლერანტი ადამიანი.
ბოლოს კონფერენციის მონაწილეებმა ნინო ჯამბურიძის ნახატის საშუალებით, დედამიწის ირგვლივ, ფერადი ხელებით, ტოლერანტული გარემოს სიმბოლოები დახატეს.
კონფერენცია მოამზადა მოსწავლეთა თვითმმართველობამ (თავმჯდომარე თამაზ დუნდუა) სამოქალაქო კლუბმა - „მერმისი“, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ, მასწავლებლების - მაია ქობულიას, მარინა თუთბერიძის და იამზე ხაჭაპურის ხელმძღვანელობით.
კონფერენცია შეაჯამა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა სკოლის დირექტორმა მაია ნუცუბიძე - ქობულიამ.
იხილეთ ფოტოები: