რცხმელურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ბანგლადეშის კულტურას გაეცნენ
27-11-2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, დაწყებითი კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, პედაგოგმა - სოფიკო ტვილდიანმა საერთაშორისო პროექტი - „ერთმანეთის კულტურის გაცნობა“, განახორციელა. მის ფარგლებში, მოსწავლეები ბანგლადეშის კულტურას გაეცნენ. ისინი აქტივობებში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა ბანგლადეშის შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს, დროშები დაამზადეს, გაიმართა ვიქტორინა, მათ შემეცნებითი ვიდეორგოლი ნახეს და ჰიმნი შეასრულეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203