„ანბანის შემობრძანება“- საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი რცხმელურის საჯარო სკოლაში
27-11-2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განათლებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სიახლე პირველ კლასშია, მოსწავლეებმა, მასწავლებელ სოფიკო ტვილდიანის ხელმძღვანელობით, ანბანის სამყაროში „შეაბიჯეს“. ამასთან დაკავშირებით, კლასში საჩვენებელი გაკვეთილი - „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა. 

გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა შემდეგი თემატური აქტივობები განახორციელეს:

  • მოისმინეს და უყურეს პრეზენტაციებს ანბანზე და იაკობ გოგებშვილზე;
  • პლასტელინით გამოძერწეს ასოები - „ი“ და „ა“;
  • „იის“ ჩარჩოთი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს;
  • შექმნეს იებით გაფორმებული მდელოები და მათი პირველი ნამუშევრები ასოებით  „ი“ და „ა";
  • ანბანზე ლექსები წარმოთქვეს.
პირველკლასელები თითუელ აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათთვის ეს მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცა. გაკვეთილის ბოლოს, სოფიკო ტვილდიანის ყოფილმა მოსწავლეებმა, ახლა უკვე მეხუთეკლასელებმა, სიურპრიზად კლასში ყვავილი ია და ანბანი შეაბრძანეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203