„ყვითელი ფოთლები“- მრავალფეროვანი ღონისძიება ნაბახტევის საჯარო სკოლაში
26-11-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, I,II და VII კლასების მოსწავლეებმა, ღონისძიება გამართეს, რომლის დევიზიც იყო „ყვითელი ფოთლები“. მშობლების აქტიური ჩართულობით, საკლასო ოთახი საშემოდგომო ნობათით გაფორმდა.
I და II კლასების მოსწავლეებმა კომპოზიცია - „შემოდგომის შემობრძანება“ გამართეს. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და იმღერეს. ღონისძიება VII კლასის მოსწავლე გოგონებსა და მათი კლასის ხელმძღვანელს - მაია რიჟამაძეს მიჰყავდათ. I და II კლასების დამრიგებლები ნათია კაპანაძე და ლელა მჭედლიძე არიან.
ღონისძიებაზე „აჭარული“ - ტასო მიქაძემ, ხოლო ცეკვა „ქალაქური“ ნუნუკა მჭედლიძემ შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს, II კლასის მოსწავლე ნინიკო მჭედლიძემ და პედაგოგ მაია რიჟამაძის დახმარებით, ღონისძიების ყველა მონაწილე ჩურჩხელების ამოვლებაში ჩართო.
აქტივობა მხიარული ცეკვით, „ცანგალა და გოგონა“, დასრულდა. მასში VII კლასის ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე და I-II კლასების ყველა მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა.
„მოსწავლეები და ღონისძიების ორგანიზატორიც გამოწყონილები იყვნენ გლეხის გოგო-ბიჭების ფორმაში. გადავიღეთ სურათები, მასწავლებლებმა და მშობლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორს I,II და VII კლასების მოსწავლეებს, ამ ლამაზი დღის ჩუქებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს