შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ინგლისურ ენაზე დადგეს
27-11-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ, რაც მათი ცოდნის ხარისხსა და სასწავლო მოტივაციაზე დადებითად აისახება.

ახლახან, ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე დადგეს სცენარი თემაზე - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. დაამზადეს სპექტაკლის პოსტერები. ამის შემდეგ ბავშვებმა ზღაპრის გმირთა როლები მოირგეს, სპექტაკლი ინგლისურ ენაზე გაითამაშეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203