„შემოდგომის სიმფონია“- შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება
27-11-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს. 

მეხუთესა და მეშვიდე კლასებში ჩატარდა ღონისძიება - „შემოდგომის სიმფონია“. ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე არაერთი ნომრით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ბავშვებმა წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

ღონისძიებაში ასევე აქტიურად იყნენ ჩართულნი მშობლები. სკოლაში მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ, მეხუთე კლასის დამრიგებელი ლია მამულაძე და მეშვიდე კლასის ხელმძღვანელი ქეთო დარჩიძე, რომლებიც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი ბავშვებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203