
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
22 ნოემბერს, წინარეხის საჯარო სკოლას გიორგი ანწუხელიძის სახელობის ბატალიონის სერჟანტები - ტრისტან მახარაძე და ჯონდო ხარაზიშვილი სტუმრობდნენ. მათ მერვე კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია - „საქართველოს დაცვა ყველა მოქალაქის ვალია“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამოქალაქოს პედაგოგი - ია ირემაშვილი, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი- სერგო ლაცაბიძე და სკოლის დირექტორი ვასილ ქეშელაშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის დაცვის საქმეში, ასევე ბავშვებმა ნათლად დაინახეს თავდაცვის სამინისტროს როლი მოქალაქისა და ქვეყნის უსაფრთხოებაში.
სერჟანტებმა ისაუბრეს სამხედრო შეიარაღების როლზე, მათ უპირატესობებზე, აღნიშნეს რომ დღეს საქართველოში ქართული სამხედრო ტექნიკა იწარმოება. კერძოდ, ქართული ვერტმფრენები და ჯავშანტრასპორტიორი „დიდგორი“. სტუმრებმა გაიხსენეს 9 აპრილი და 2008 წლის 8 აგვისტოს ომი.
პრეზენტაციის ბოლოს კი მოსწავლეები დასაჩუქრდნენ - საქართველოს დროში გამოსახულებიანი სამკლაურით, ასევე საქართველოს დროშის გამოსახულებიანი სამაჯურით, კალმისტარითა და ჩანთით.
პრეზენტაციის ბოლოს კი ბავშვებმა საპატიო სტუმრებთან ერთობლივი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: