„მასწავლებლებიც ბავშვობაში დავბრუნდით...“ - შთამბეჭდავი ღონისძიება კარწახის საჯარო სკოლაში
27-11-2023

სეროფე ბენგოიან-ლევონიანისჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო. 

მართალია, კარწახში ამ დროს მხოლოდ კალენდარზეა შემორჩენილი შემოდგომა და გარეთ უკვე თოვლითაა დაფარული გარემო, მაგრამ პატარებმა, მაინც გადაწყვიტეს თბილად და ლამაზად გაეცილებინათ წელიწადის ოქროსფერი სეზონი. 

სკოლის 1-ელი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებლებმა: აზნივ მათოსიანმამარფუდა მინასიანმა, ნარინე ნაზარეთიანმა და სირანუშ ბაბელიანმა, საოცარი საღამო აჩუქეს სასკოლო საზოგადოებას.

შემოდგომისთვის შესაფერისი უმდიდრესი ნობათით მორთული დარბაზი, მხატვრულად წაკითხული ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები - ასეთი იყო საშემოდგომო ჟრიამული სკოლაში. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაში დამსწრეებიც ჩართეს, მათ სახალისო გამოცანებს სთავაზობდნენ და საინტერესო პასუხებსაც იღებდნენ. 

„ბოლო დღეებს ითვლის შემოდგომა, წელიწადის ამ ულამაზეს დროს ვაცილებთ და გვენანება, დავემშვიდობოთ ერთმანეთში არეულ საოცარ ფერებს და ზამთრისა და ბებოს ტკბილი ზღაპრის მოლოდინში დავიწყოთ დროის ათვლა. დაუვიწყარი დღე, თბილი დარბაზი და სუსხი გარეთ, კონტრასტს ქმნიდა, კონტრასტს, სადაც ბუნების უდიდესი ძალა და სილამაზეა...

​ყველა ვცდილობდით ჩავრთულიყავით ამ საინტერესო პროცესში და, ჩვენც, მასწავლებლებიც, ბავშვობაში დავბრუნდით...“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203