ბაიდარის საჯარო სკოლაში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა
24-11-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მამოტივირებელი და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში საბავშვო „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა. მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი პროგრამით გააცილეს. ღონისძიებაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, ამ ღონისძიების ჩატარების მიზანი იყო მოსწავლეებს ბუნებრივ მოვლენებზე მეტი ინფორმაცია მიეღოთ და ეხალისათ, პედაგოგებს კი მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის ხელი შეეწყოთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს