„შემოდგომის ფესტივალი“- შთამბეჭდავი კონკურსი ბათუმის N26 საჯარო სკოლაში
24-11-2023
ბათუმის N26 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული არაერთი გამორჩეული აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სკოლაში კონკურსი - „შემოდგომის ფესტივალი“ ჩატარდა. მასში 1-ელი, 1ელი, 1ელი, მე-2, მე-2, მე-3, მე-3, მე-3, მე-4, მე-4, მე-5, მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

კონკურსში მონაწილეები შემდეგი კრიტერიულების მიხედვით ფასდებოდნენ: საშემოდგომო კუთხის მოწყობა, მშობელთა ჩართულობა, მოსწავლეთა აქტივობა. მოსავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. 

რაც შეეხება გამარჯვებულს, სკოლაში ამბობენ, რომ ყველა გამარჯვებულია და ყველა საშემოდგომო კუთხე განსაკუთრებული იყო.

„მადლობა მშობლებს, კლასის დამრიგებლებსა და მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203