„ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“- ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფერადი ღონისძიება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა.
ზეიმი - „ამას ჩვენი დალოცვილი, შემოდგომა ჰქვია“, წელიწადის ოქროსფერ სეზონს მიეძღვნა. მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელების თანადგომით, სხვადასხვა აქტივობა დაგეგმეს. კონკურსი კი შემდეგი მიმართულებებით გამოცხადდა: „შემოდგომის ნობათი“, იუმორისტული ნომერი, მხატვრული კითხვა, ცეკვა, სიმღერა, „შემოდგომის ლუქი“, სადღეგრძელო.
მოსწავლეებმა მათი ნომრების შეფასება ჟიურის მიანდეს. ღონისძებას მშობლები, ბებია-ბაბუები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა - „შემოდგომის ფერიები“ (III-IVკლასი) უმაღლესი 67 ქულა მოიპოვა, ხოლო გუნდებმა - „შემოდგომის ზღაპრები“, „ფოთოლცვენა“ და „თათარა“, თანაბარი 50-50 ქულა დაიმსახურს.
იხილეთ ფოტოები: