თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო პროექტი თუ ღონისძიება ეწყობა.
ამჯერად, სკოლის მე-6ბ კლასის მოსწავლეებს კულტურისა და ხელოვნების შემსწავლელი წრისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კლუბის ინტეგრირებული აქტივობა - „საინტერესო საუბრები“ „ესტუმრა“. გაიმართა კინოჩვენება, მოსწავლეებმა ფრანგი რეჟისორის ალბერტ ლამორისის ფილმი „წითელი ბუშტი“ ნახეს, რამაც მათზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა და განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია.
როგორც სკოლაში ამბობენ, კინოკლასიკამ ბიჭისა და ბუშტის მეგობრობაზე გულგრილი არავინ დატოვა. ფილმის განხილვის პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და თავიანთ შეხედულებებსა თუ აზრებს თავისუფლად გამოხატავდნენ.
დასასრულს, აქტივობის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს თერჯოლის N2 საჯარო სკოლას, ურთიერთთანამშრომლობისა და მასპინძლობისათვის.
იხილეთ ფოტოები: