„სიტყვით საჩვენებელი მაგალითი“ - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
28-11-2023

ზესტაფონის, ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და წარმტაც სასწავლო პროცესს სთავაზობენ. გაკვეთილები გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე დადებითად აისახება. 

მე-7 კლასში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „სიტყვით საჩვენებელი მაგალითი“. 

თემა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიული ცნობები, ცნობები ეზოპეს შესახებ, ასევე იგავის მნიშვნელობა და ჩრდილების თეატრი.

მოსწავლეებმა სრული პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალება და ძალიან საინტერესოდ წარადგინეს.

პრეზენტაციის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სოფიკო აბესაძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203