„მომავლის ვარსკვლავები“ ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატიდან“ საბავშვო მწერლების შემოქმედებას აქტიურად ეცნობიან
27-11-2023

ზესტაფონის, ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ წიგნიერ მოსწავლეებს ზრდიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი -„მომავლის ვარსკვლავები“, რომლის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, კითხვისა და კრიტიკული აზროვნების, განსჯის, აზრის გამოთქმისა და დასაბუთების უნარ-ჩვევების განმტკიცება და მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება.

კლუბის წევრები კი ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-2 კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში არიან ჩართულნი. 

ახლახან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია წაკითხული მოთხრობის მიხედვით. აქტივობის თემა იყო - საბავშვო მწერლების შემოქმედების გაცნობა.

მოსწავლეებმა ნაწარმოებების დედა აზრზე, პერსონაჟებზე ისაუბრეს და თანაკლასელებს არგუმენტირებულად დაუსაბუთეს თუ რატომ უნდა წაიკითხონ მხატვრული ლიტერატურა. 

 კლუბის ხელმძღვანელი დაწყებითი კლასის მასწავლებელი ხათუნა ავალიანი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203