ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა ალკოჰოლისა და თამბაქოს მავნებლობის შესახებ ინგლისურენოვან პრეზენტაციაზე ისაუბრეს 
24-11-2023
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ გამორჩეული, მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, ინგლისური ენისა პედაგოგმა მეგი იმნაძემ მე-8 კლასში კომპლექსური დავალება - alcohol and smoking განახორციელა. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და კომპლექსური დავალების პრეზენტაციისას სწორედ ეს ინფორმაცია წარადგინეს.

მათ ალკოჰოლისა და სიგარეტის მავნებლობის შესახებ ინგლისურ ენაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, აღნიშნულ თემაზე ფილმი გადაიღეს, რამაც სასკოლო საზოგაოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნის დონე გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს.

„წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს და მათ პედაგოგს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203