ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი, ნიჭიერი, აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში აქტივობა - „ჯადოსნური ნივთების მუზეუმი“ გაიმართა. IVა კლასის მოსწავლეებმა ჯადოსნური ნივთები გულმოდგინედ დაამზადეს და სხვადასხვა როლი წარმატებით მოირგეს, მათ სამსახიობო შესაძლებლობები გამოავლინეს.
IIა და IIბ კლასის მოსწავლეები კი „ჯადოსნური ნივთების მუზეუმში“ სტუმრად იმყოფებოდნენ, სადაც ყველასათვის საყვარელი ზღაპრების, მულტფილმებისა და კინოფილმების გმირებს შეხვდნენ.
აქტივობა პედაგოგების - ქეთევან მენაბდისა და გვანცა ყალაიჩიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: