„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეებმა საერთაშორისო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები, ამერიკული პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო გამოცდებზე გადიან. 31 ოქტომბერს, სკოლის მე-11 კლასელებმა, ონლაინ რეჟიმში PSAT/NMSQT გამოცდა ჩააბარეს.
აღნიშნული გამოცდები სკოლის პროგრამის სავალდებულო ნაწილია, რომლის ქულასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს უცხოურ უნივერსიტეტებში გრანტის მისაღებად.
აღნიშნული გამოცდებზე, ტესტური მასალა იგზავნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სკოლამ აშშ-დან პასუხები და მოსწავლეთა ნაწერის დეტალური ანალიზი უკვე მიიღო და გვაცნობს თორმეტ მოსწავლეს, რომელთაც გამოცდას საუკეთესოდ გაართვეს თავი. ესენი არიან:
- რაულ ხუჭუა;
- გიორგი დიასამიძე;
- გიგა როსტომაშვილი;
- ნია აბდუშელიშვილი;
- ნიკოლოზ ჩიკვილაძე;
- ნინო ღიბრაძე;
- გიორგი მამალაძე;
- თეკლა ლოლუა;
- მარიამ ოკრიბელაშვილი;
- ანასტასია ჯავრიშვილი;
- დემეტრე ქევანიშვილი;
- ლიზი რობაქიძე.
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაში“ მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერენ.