დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლე მიშიკო მელიქიშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, თეიმურაზ ქასოშვილის სახელობის ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა
24-11-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა, მათ შორის, სპორტულ აქტივობაში უდიდესი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად,  VI კლასის მოსწავლე მიშიკო მელიქიშვილი თეიმურაზ (ხუტა) ქასოშვილის სახელობის ტურნირში მონაწილეობდა. მან ღირსეულად იასპარეზა, სპორტული შესაძლებლობი გამოავლინა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 44კგ წონით კატეგორიაში, უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის, დამსახურებული საპრიზო - III ადგილი დაიკავა.

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენი ნიჭიერი სპორტსმენი, ვულოცავთ მიშიკოს და ვუსურვებთ წარმატებას! გვიყვარხარ და გვეამაყები!
განათლება გამარჯვების საწინდარია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203