„ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლე ანასტასია ჩხარტიშვილი მაგიდის ჩოგბურთში, ევროპის ახალგაზრდული ტურნირის ჩემპიონია
24-11-2023
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლას“ არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომელთა წინსვლას საზოგადოებას დიდი სიხარულით უზუარებს. 

მათ შორისაა ანასტასია ჩხარტიშვილი, სპორტსმენი, რომელიც არა მარტო ქვეყნის ფარგლებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც წარმატებით ასპარეზობს. 

ანასტასია მაგიდის ჩოგბურთში, U15 გოგონათა შორის ევროპის ახალგაზრდული ტურნირის ჩემპიონია. 

Europe Youth Series Greece Open - ტურნირის განმავლობაში, ანასტასიამ 14 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა და 14 გამარჯვება მოიპოვა. 

ერთეულთა თანრიგის ფინალში, ანასტასიამ ჩინეთში დაბადებულ, დანიის სახელით მოასპარეზე მაგიდის ჩოგბურთელს - ლუ სალის სძლია, ანგარიშით 3-1 (11-6, 9-11, 11-2, 11-5).

„ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლა“ ამაყია მოსწავლის მიღწევით, ულოცავს ამ შედეგს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს სპორტულ ასპარეზზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203