ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლის - ნიკოლოზ გოცირიძის წარმატება სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირში
24-11-2023
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მონდომებული, აქტიური, შრომისმოყვარე მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში მონდომებით ერთვებიან. 

ერთ-ერთი მათგანი მეათე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გოცირიძეა. ის თურქეთში, ანტალიაში ჩატარებულ სპორტული ცეკვების  საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. მან შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა, მოწონება დაიმსახურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203