„როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“ - პოეტთა მეფისადმი მიძღვნილი საღამო გუმბათის საჯარო სკოლაში
24-11-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს პოეზიის საღამო მიეძღვნა. 

„როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“ - ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა, დიდი პატივისცემითა და მონდომებით გააცოცხლეს დიდი საზოგადო მოღვაწის შემოქმედება და აღნიშნეს, რომ მისი კვალი სამარადისოდ დარჩება ქართულ ხელოვნებას. 

მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების დიდი მონდომებითა და მასწავლებლების ხელმძღვანელობით, დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში პოეზიისადმი სიყვარულის გაღვივებას და ქართველი მწერლების შემოქმედებასთან დაკავშირებით ცოდნისა და ცნობადობის ამაღლებას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203