„ეს საკვირველი ანბანი ჩვენი ...“- წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ გიმნაზიის პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს ზარ-ზეიმით სწავლობენ
24-11-2023

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის პირველ კლასში თავგადასავლებით სავსე, ზღაპრული საანბანო პერიოდია. 

„ეს საკვირველი ანბანი ჩვენი...“,- ამ გზავნილით, პირველკლასელებმა ანბანეთის სამყაროში იმოგზაურეს, ქართული ასო-ბგერების შესწავლა დიდი ზარ-ზეიმით დაიწყეს და ასეთივე შემართებით განაგრძობენ.

საგანგებოდ გამოწყობილი მოსწავლეები, იისფერი ბუშტებით გაფორმებული საკლასო ოთახი, იმედებით აღსავსე პირველკლასელები და ამაღლებული განწყობა - ასე, დიდი ჟრიამულით შემობრძანდა ანბანი პატარებთან. 

პირველი კლასის პედაგოგი მაია ბოჭორიშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203