„მოუარე მრავალფეროვან საქართველოს, მას შენი დახმარება სჭირდება“- საინტერესო გაკვეთილი მარნეულის N6 საჯარო სკოლაში
24-11-2023
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ პროექტი. 

ამჯერად, სკოლაში გაკვეთილი - „მოუარე მრავალფეროვან საქართველოს, მას შენი დახმარება სჭირდება“, ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. გაკვეთილზე საქართველოს - მისი ისტორიის, აწმყოსა და მომავლის შესახებ ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. გაკვეთილი დიდი წარმატებით ჩატარდა.

„სკოლაში სამშობლოსმცოდნეობის ცრემლიანი გაკვეთილი გაიმართა“,- ასე აფასებენ წარმტაც გაკვეთილს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203