საროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
24-11-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, შემოქმედებითი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი პროგრამით გააცილეს. ღონისძიებაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203