საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღნიშნეს
24-11-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, დიდი პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე ლიტერატურული შეხვედრით აღინიშნა. 

მოსწავლეები ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ, გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია გაიხსენეს, მის ღვაწლზე ისაუბრეს და მისი შემოქმედებიდან საყვარელი ლექსები, დიდი პატივისცემითა და მონდომებით წაიკითხეს. 

შეხვედრა ემოციებით დატვირთული, შემოქმედებითი და შემეცნებითი იყო. მოსწავლეების დიდი სიყვარულით წაკითხულმა ლექსებმა კი, პედაგოგთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ბოლოს კი, ღონისძიება დაგვირგვინდა ლექსით: 

„დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.
წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი“

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203