„დროა შევისწავლოთ ჩვენი ისტორია!“ -  ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები  მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ
24-11-2023

ბათუმის N30 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

„დროა შევისწავლოთ ჩვენი ისტორია!“ - ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ინახულეს. 

მოსწავლეებმა არა მხოლოდ ვიზუალურად ნახეს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული საცხოვრებელი სახლები, არამედ შეადარეს ისინი ერთმანეთს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა, გაიგეს იმ არტეფაქტების შესახებ, რომლებიც მოგვითხრობენ წარსულის ამბებს - ტრადიციული ტანსაცმლით დაწყებული და ხელსაწყოებით დამთავრებული.

„ისტორიის უკეთ გასაგებად“ - მოტივი, რომელმაც მოსწავლეებს კიდევ ერთი დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე აჩუქა. 

სკოლაში აღნიშნავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურისა და ისტორიის შესწავლა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობა და მეტი გავიგოთ იქ მცხოვრები ხალხის ისტორიისა და გამოცდილების შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203