„ცოდნას გამბიტი“ - კერძო სკოლა „ცოდნაში“ გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი გაიმართა
24-11-2023

კერძო სკოლა „ცოდნაში“ ჭადრაკში გუნდური ჩემპიონატი - „ცოდნას გამბიტი“ გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა დიდი აქტიურობითა და შემართებით წარიმართა. 

აჩემპიონატში მე-5 - მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გუნდი დაკომპლექტებული იყო 3 მოჭადრაკით, ტურნირი კი, წრიული სისტემით გაიმართა.

საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

  • I ადგილი მოიპოვა მე-5კლასმა შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე ნემსიწვერიძე, დავით ხუბუა და დონი სასირელი;
  • II ადგილი მე-7 კლასს ერგო. გუნდი წევრები არიან - თამაზ აქუბარდია, გიორგი გეწაძე და საბა აღაპიშვილი;
  • III ადგილი კი, მე-10 კლასმა დაიმსახურა, მონაწილეები კი იყვნენ:  საბა ჩიკვაიძე, ნიკოლოზ სიჭინავა და დავით უჯმაჯურიძე.

სკოლაში, ულოცავენ მოსწავლეებს გამარჯვებას, მადლობას უხდიან ყველა მათგანს აქტიურობისთვის და უსურვებენ წარმატებას. 

„ითამაშე ჭადრაკი!“ - ამ გზავნილით დასრულდა ყველასთვის საყვარელი „ცოდნას გამბიტი“. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203