ბეკამის საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა მან-სან-კანის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა
24-11-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი მან-სან-კანის მუნიციპალურ შემპიონატში დიდი მონდომებითა და ამაღლებული განწყობით ჩაერთო. 

შეჯიბრი მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ჩატარდა.

პირველ ტურში, ბეკამის საჯარო სკოლის გუნდმა - „პანიკამ“, მაღალი ქულები დაიმსახურა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

მეორე ტურში კი, მოსწავლეებმა, მოწვეულ მსახიობთან - ინგა მეტრეველთან ერთად, შთამბეჭდავი იუმორისტული სანახაობა მოაწყვეს და ღირსეული მე-4 ადგილიც დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ გუნდი მოამზადა პედაგოგმა - თამარ ქუშაშვილმა, რომელსაც დაეხმარა ისტ-ის პედაგოგი ნატო სომხიშვილი.

სკოლაში, მადლობას უხდიან პედაგოგებს გუნდის ასე კარგად მომზადებისათვის, მოსწავლეებს კი ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203