
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები იტალიური სამზარეულოს მე-8 მსოფლიო კვირეულის აღნიშვნაში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ იტალიურ ენასა და კულტურას, ამჯერად, ინტერაქტიულ გაკვეთილზე პატარებმა იტალიური კულინარიული ტრადიციის სიმბოლოდ ქცეული კერძი - პასტა, პომიდვრის სოუსით მოამზადეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, იტალიური ენის სწავლა კულინარიასთან დაკავშირებული სიტყვების მეშვეობით, ასეთი გემრიელი და სახალისო არასდროს ყოფილა.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს განსაკუთრებით საყვარელი კერძი, თავიანთი კულინარიული ოსტატობა წარმოაჩინეს და ნახელავი სიამოვნებით დააგემოვნეს.
გემრიელი, სახალისო და დაუვიწყარი - ასეთი იყო იტალიური გაკვეთილი ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: