ორღულის საჯარო სკოლის საშემოდგომო ღონისძიებამ საქველმოქმედო ხასიათი მიიღო
24-11-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.

წლევანდელი საშემოდგომო ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა. შემოწირულ თანხას სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელთან ერთად, დაითვლის და ამ თანხით შეძენილი ტკბილეულითა და საჩუქრებით საჩხერის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს მოიკითხავენ.

საშემოდგომო ღონისძიება თანამშრომელთა, მოსწავლეთა და მშობელთა აქტიური ჩართულობით განხორციელდა, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლიერებას გამოხატავს. ღონისძიება ჩურჩხელების ამოვლებითა და მკლავჭიდით დასრულდა. მკლავჭიდში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, ხოლო საშემოდგომო ნობათი საჩხერის ხანდაზმულთა დღის ცენტრს გადაეცა.

ღონისძიებას, მოსწავლეთა მშობლებთან ერთად, საჩხერის ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერი - ქეთევან ფალავანდიშვილი, წარმომადგენელთან ერთად სტუმრობდა.

„საინტერესო, შინაარსიანი და შთამბეჭდავი დღე ორღულის საჯარო სკოლაში, რომელსაც ემოციის გარეშე ვერასოდეს მოვიგონებთ!
სასკოლო საზოგადოების ეს კეთილშობილური ნაბიჯი სკოლის ტრადიციად უნდა ვაქციოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203