ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, შემოქმედებითი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. მასში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს